13:52 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-07 16:06:09, 2643 ნახვა

კომენტარი
მეუფე პეტრე: მეუფე დიმიტრი უსინდისო ადამიანია, იცის უფალმა ვის აქვს დიდი როლი მამალაძის ციხეში ყოფნაზე

„მეუფე დიმიტრი არის უპასუხისმგებლო და უსინდისო ადამიანი, იცის უფალმა ვის აქვს დიდი როლი მის ციხეში ყოფნაზე და უფალი გასცემს ამას პასუხს“, - ასე ეხმაურება მეუფე პეტრე ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის განცხადებას „ფორმულასთან“ საუბრისას.

მეუფე პეტრე ამბობს, რომ მეუფე დიმიტრიმ დეკანოზი მამალაძე ერთადერთხელ მოინახულა საპყრობილეში და უთხრა, რომ მისი უდანაშაულობის შესახებ იცოდა, თუმცა ის ვერ დაიცავდა, რადგან მისთვის უმთავრესი ეპისკოპოსობა იყო.

„მეუფე დიმიტრი არის უპასუხისმგებლო და უსინდისო ადამიანი, იცის უფალმა ვის აქვს დიდი როლი მის ციხეში ყოფნაზე და უფალი გასცემს ამას პასუხს. თვითონ გაახმოვანოს, მასაც ხომ აქვს ერთი ეგზემპლარი. როდესაც საპყრობილეში მოინახულა მან, ერთადერთხელ იყო და უთხრა, რომ შენ ხარ მართალი ადამიანი. ვიცი, რომ არ ხარ დამნაშავე, მაგრამ მე ვერ დაგიცავ, რადგან ჩემთვის მთავარი არის ჩემი ეპისკოპოსობა, ჩემი მღვდელმთავრობა და მე ვერ გავწირავ ჩემ მღვდელმთავრობას“,- აცხადებს მეუფე პეტრე ცაავა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „დეკანოზ გიორგი მამალაძის ციხეში ყოფნის პერიოდის გახანგრძლივებაში მეუფე პეტრეს დიდი როლი აქვს“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics