13:51 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-06 16:12:52, 1172 ნახვა

კომენტარი
გოჩა მირცხულავა: დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ დეკანოზი მამალაძე არის პატრიარქის პატიმარი

„დღეს დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ დეკანოზი მამალაძე არის პირადად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის პატიმარი“,- ამის შესახებ ანალიტიკოსმა გოჩა მირცხულავამ „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის განცხადებიდან ირკვევა, იგი დეკანოზ მამალაძის საქმესთან დაკავშირებულ დეტალებს არ იცნობს.

"პრეზიდენტის განმარტებებში ჩვენ მოვისმინეთ, რომ თურმე დეკანოზი მამალაძე პატრიარქის სიცოცხლისა და ავტორიტეტის ხელმყოფი ყოფილა. გამოდის, რომ საერთოდ არ იცნობს პრეზიდენტი საქმეში არსებულ დეტალებს, რადგან საქმეში დეკანოზ მამალაძეს ბრალი წაყენებული აქვს, შორენა თეთრუაშვილის წინააღმდეგ ანგარებით მკვლელობის მომზადების მცდელობაში. ეს გადაწყვეტილება მიღებულია საპატრიარქოსთან შეთანხმებით და დღეს დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ დეკანოზი მამალაძე არის პირადად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის პატიმარი“,- განაცხადა გოჩა მირცხულავამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საშობაოდ სულ 5 პატიმარი შეიწყალა. შეწყალებულებს შორის გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა. როგორც პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ვერ მონახა არგუმენტი, შეწყალების კრიტერიუმების გამკაცრების პირობებში, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე. მანვე აღნიშნა, რომ "ასეთი მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულის შეწყალებას საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ გაიგებდა".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics