2020-01-04 12:44:33, 2072 ნახვა
კომენტარი
უგულავა ივანიშვილზე: ასე ქაჯურად და ველურად სასამართლო არავის გამოუყენებია
„ასე ველურად, ასე ქაჯურად არავის გამოუყენებია სასამართლო საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან“,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ „მთავართან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში მართლმსაჯულება ცინიკური გახდა.
„ივანიშვილის პირობებში ჩამოვყალიბდით ქვეყანად, სადაც ყველა ოპოზიციის ლიდერი, სისხლისსამართლებრივი დევნის ქვეშ არის. ნაწილი ციხეშია, ნაწილი გაგდებულია ქვეყნიდან, ნაწილზე კი პროცესები ახლა მიმდინარეობას. ასევე ყველა დამოუკიდებელი მედიის დირექტორი ან მფლობელი სისხლისსამართლებრივი დევნის ქვეშ იმყოფება. ივანიშვილის პირობებში, უსამართლოსთან ერთად, მართლმსაჯულება გახდა ცინიკური, რასაც აუცილებლად, ამ არჩევნებთან ერთად დაესმება წერტილი. ასე ველურად, ასე ქაჯურად არავის გამოუყენებია სასამართლო საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან“,- განაცხადა უგულავამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,