11:01 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-23 11:01:39, 2502 ნახვა

სამართალი
ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულ 4 პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, ხოლო 1 პირი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული კიდევ  1 პირი - თორნიკე ქვათაძე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.

დაკავებულ პირებს: თორნიკე ქვათაძეს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძეს, კახა ჩხეტიანს და ტატო ღარიბაშვილს ბრალი ოფიციალურად 21 დეკემბერს  წაუყენეს. ამასთან, ერთ-ერთ დაკავებულს,  გიორგი სოლოღაშვილს ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობიდან მკვლელობის მცდელობის მუხლით გადაუკვალიფიცირდა.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსაურდია 19 დეკემბერს, საკუთარ სახლთან დაჭრეს. მას ბასრი საგნით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, რის გამოც გადაუდებელი ოპერაციები ჩაუტარდა.

განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება სსკ-ს 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. ამ საქმეზე 5 პირია დაკავებული.

მომდევნო სასამართლო სხდომა 12 თებერვალს 13:00 საათზე გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics