11:01 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-20 15:52:36, 2799 ნახვა

სამართალი
ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი აცხადებს, რომ თავდასხმაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა

„ეს არ იყო ჩვეულებრივი ჩხუბი, ფაქტობრივად სასიკვდილოდ გაიმეტეს ცოტნე და ფაქტია, იქ იყო ორთაბრძოლა“, - ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ადვოკატის თქმით, არსებობს ბევრი საეჭვო გარემოება.

„შემთხვევის ადგილის დათვალიერებიდანაც იკვეთება ის, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი ჩხუბი, ფაქტობრივად სასიკვდილოდ გაიმეტეს ცოტნე და ფაქტია, რომ იქ იყო ორთაბრძოლა. იქ არის გარკვეული კვალი დარჩენილი და ამასთან დაკავშირებით მუშაობს საგამოძიებო ორგანოები“, - აცხადებს ადვოკატი ამირან გიგუაშვილი.

ჟურნალისტის შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა გათიშული განათება იყოს ამ საქმესთან კავშირში და ეს იყოს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა, გიგუაშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ სათანადო მტკიცებულებების არსებობამდე კონკრეტული შეფასება ვერ გაკეთდება.

„ვერსიები, შესაძლოა ბევრი იყოს მაგრამ რეალურად სანამ არ გვექნება სათანადო მკიცებულებები, ვერც დაცვის მხარე, ვერც ოჯახი და ვერც სამართალდამცველი ორგანოები კონკრეტულ შეფასებას ვერ გააკეთებენ. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ინტენსიურად გვაქვს კომუნიაცია საგამოძიებო ორგანოებთან. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მას არანაირი განსაკუთრებული პრობლემა არავისთან არ ჰქონდა“, - აღნიშნა ადვოკატმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics