|
2019-12-17 13:37:26, 29798 ნახვა
კულტურა
საქართველოს ბანკისა და SOLO-ს ორგანიზებით თბილისში, ლენი კრავიცის კონცერტი გაიმართება
საქართველოს ბანკისა და SOLO ორგანიზებით ლენი კრავიცი თბილისს, მსოფლიო ტურნეს - “HERE TO LOVE” ფარგლებში, 2020 წლის 31 მაისს ეწვევა. კონცერტი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ევროპის ტური საქართველოდან დაიწყება. როკი, ფანკი, ბლუზი, სოული - ლენი კრავიცი ჩვეულ სტილს არ ღალატობს და მსმენელს სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის სინთეზით დაუვიწყარ შოუს პირდება. მუსიკოსი შეასრულებს სიმღერებს როგორც ბოლო, რიგით მე-11 ალბომიდან “RAISE VIBRATION”, ასევე მსოფლიო ჰიტებს 30-წლიანი მუსიკალური კარიერიდან. ბილეთების გაყიდვა დაიწყება 18 დეკემბრის 10:00 საათიდან, ონლაინ, TKT.Ge-ზე tkt.ge/LennyKravitz SOLO CLUB- ისა და საქართველოს ბანკის WM-ს მომხმარებლებისთვის გაიყიდება. 20 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე ბილეთების შეძენას SOLO -ები შეძლებენ. 26 დეკემბრიდან კი ბილეთების ყიდვა ყველა ტიპის ბარათით იქნება შესაძლებელი. კონცერტისთვის კარი 17:00 საათზე გაიხსნება, ლეგენდარული მუსიკოსი კი ქართველი მსმენელის წინაშე მოგვიანებით წარდგება. ბილეთის ფასი ექსკლუზიურად SOLO-ებისთვის 95 ლარიდან დაიწყება.
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)