11:29 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-11 17:20:58, 1766 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - მაღალმთიანი რეგიონები სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანია

„მაღალმთიანი რეგიონები სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანია" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან მთის მხარდამჭერი პროგრამები ხორციელდება იმისთვის, რომ ხელი შეეწყოს მაღალ მთაში მოსახლეობის დამაგრებას, განვითარებას, დასაქმებას, მაღალი ხარისხის განათლების მიღების შესაძლებლობას, რომ არ სჭირდებოდეთ ბარში შიდა მიგრაცია.

„ამისთვის ძალიან ბევრი რამ კეთდება. ეკონომიკის სამინისტროს კუთხით ვიტყვი, რომ ვმონაწილეობთ, მაგალითად, ელექტროენერგიის პროექტებში იმისთვის, რომ მთის დასახლებები იყოს ყველგან განათებული, იქ კი სადაც არ მიდის ელექტროენერგია, მზის პენელები დაუმონტაჟდება 207 ბენეფიციარს. გარდა ამისა, ვაშენებთ მიკროჰესებს ყველგან, სადაც ამას მოსახლეობა ითხოვს. როგორც იცით, მიკროჰესი შენდება შატილში, ასევე ახიელში. გარდა ამისა, ვახორციელებთ სათემო ინტერნეტიზაციის პროექტს, რომლის ფარგლებშიც ფშავ-ხევსურეთსა და გუდამაყარში მოხდა 80-მდე სოფლის ინტერნეტიზაცია. საუბარია 500-მდე ოჯახზე, ვინც ახლა სარგებლობს ინტერნეტით, რამაც მათ საშუალება მისცა მეტი ტურისტი მოიზიდონ ინტერნეტის მეშვეობით და დამატებითი შემოსავალი მიიღონ" - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
ირაკლი კობახიძე ყაზახეთშია, იგი თოყაევს შეხვდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics