|
2019-12-07 17:42:01, 5358 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ იმყოფებოდა
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „დელტაში“ იმყოფებოდა, სადაც წარმოებულ პროდუქციას და საწარმოო პოტენციალს გაეცნო. თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარება წარმოადგენს. ირაკლი ღარიბაშვილი „დელტას“ საწარმოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან ერთად იმყოფებოდა. მინისტრებმა ჯავშანტექნიკის საამქრო დაათვალიერეს და საექსპორტო პროდუქციის პერსპექტივები განიხილეს. ექსპორტის გარდა, ქართული წარმოების განვითარების მიზნით გარკვეული პროდუქციის შეძენის შესაძლებლობები განიხილება. თავდაცვის ძალები უკვე მოიხმარს ქართული წარმოების ჯავშანჟილეტებსა და ჯავშანჩაფხუტებს. ასევე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ქართული ტყვია-წამლის წარმოებასთან დაკავშირებით. საწარმო შეძლებს უმაღლესი სტანდარტის პროდუქციით უზრუნველყოს საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები როგორც საბრძოლო, ასევე ფუჭი/სასწავლო ვაზნებით, რაც მკვეთრად დადებითად იმოქმედებს საქართველოს მზაობაზე, უპასუხოს მის წინაშე მდგარ გამოწვევებს. ჯავშანტექნიკის საამქროში მინისტრებმა მრავალფუნქციური უახლესი მოდულური ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომრის“ სხვადასხვა მოდიფიკაცია, მათ შორის საპატრულო, სადაზვერვო, სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა რს-122, სხვადასხვა კალიბრის ნაღმმტყორცნები, დისტანციური მართვის საბრძოლო მოდული და სეტყვასაწინააღმდეგო სისტემები დაათვალიერეს. საჩვენებელ ტექნიკას შორის იყო „დელტას“ წარმოებული მრავალფუნქციური უპილოტო ვერტმფრენის პროტოტიპი, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს. პროგრამა რამდენიმე ძირითადი ეტაპისგან შედგება და საბოლოო ჯამში ადგილობრივი ძალებით შემუშავებული ტექნოლოგიების საფუძველზე სამხედრო-სამოქალაქო დანიშნულების მრავალფუნქციური ვერტმფრენის შექმნას ისახავს მიზნად. საფრენ აპარატს, როგორც სადაზვერვო ოპერაციების ჩატარება, ისე ჰაერიდან საცეცხლე მხარდაჭერა მართვადი და უმართავი რაკეტებით შეეძლება. ირაკლი ღარიბაშვილმა „დელტაში“ ლაზერული ჭრის უბნის, ინსტრუმენტული და მზა ნაკეთობების საამწყობო საწარმოებიც მოინახულა და ახლადშეძენილი ხარისხის კონტროლისა და გამოწრთობის დანადგარები დაათვალიერა. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ ვიზიტის შემდეგ თავდაცვისა და ეკონომიკის მინისტრები „თამ მენეჯმენტის“ მუშაობის პროცესს გაეცნენ. კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მინისტრებს „თამ მენეჯმენტის“ ხელმძღვანელმა პანტიკო თორდიამ მიაწოდა. თავდაცვისა და ეკონომიკის მინისტრებმა კომპანიის მენეჯმენტთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)