15:40 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-29 14:55:59, 3268 ნახვა

სამართალი
ეროვნულ ბიბლიოთეკასთან პოლიციამ 6 პირი დააკავა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ 6 პირი დააკავა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მათი დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე მოხდა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.  

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც პარლამენტის პიკეტირება ვერ შედგა, აქციის მონაწილეებმა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გადაინაცვლეს, რადგან იქ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უნდა  მისულიყო. მათ ბიბლიოთეკის შესასვლელის ბლოკირება სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცათ. არსებული ვითარების გამო, იუსტიციის მინისტრს ბიბლიოთეკაში შესვლა პოლიციის დახმარებით მოუწია. რაც შეეხება შენობიდან გამოსვლას, წულუკინმა ეროვნული ბიბლიოთეკა შეძახილებისა და სტვენის ფონზე, პოლიციის დახმარებით დატოვა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics