|
2015-01-25 10:46:45, 787 ნახვა
საზოგადოება
ზაჰესის დასახლებასთან მდებარე ორივე ხიდი დღეს დაიკეტება
ზაჰესის დასახლებასთან მდებარე სარკინიგზო გამტარი და აკვედუკის ხიდები დღეს, 24:00 საათიდან დაიკეტება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ორივე ხიდის რეკონსტრუქცია იწყება. რეკონსტრუქციის გამო დაკეტილი ხიდების ნაცვლად, ტრანსპორტის მოძრაობა შემოვლითი გზებით, ზაჰესის მიმართულებით მცხეთის გზიდან, დიღმის მიმართულებით - გლდანიდან იქნება შესაძლებელი. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის, ავთანდილ სუდაძის განცხადებით, სარეკონსტრქციო სამუშაოები, რომელსაც შპს „სამშენებლო კომერციული კორპორაცია ხიდი“ აწარმოებს, 400 დღის მანძილზე გაგრძელდება. მისივე თქმით, პროექტისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 462 000 ლარია გამოყოფილი. "დღეის მდგომარეობით, სარკინიგზო გზაგამტარი ხიდი და ხიდი-აკვედუკი ამ ტიპის ნაგებობების საექსპლუატაციო სტანდარტებს არ შეესაბამება. ნაგებობების რეკონსტრუქცია 2013 წელს ჩატარებული გამოკვლევების დასკვნის საფუძველზე, თანამედროვე სტანდარტებით მოხდება" - განაცხადა ავთანდილ სუდაძემ. როგორც მერიაში განმარტავენ, პირველ ეტაპზე სრული დემონტაჟი 35 მეტრის სიგრძის და 11.60 მეტრის სიგანის სარკინიგზო გზაგამტარის რკინა-ბეტონის კონსტრუქციას ჩაუტარდება, რის შემდეგაც აშენდება ახალი ხიდი. უსაფრთხოებისა და ახალი ტექნოლოგიების სტანდარტების დაცვით მოეწყობა ბურჯები, ფერდის გასამაგრებელი საყრდენი კედელი, სავალი ნაწილი, ტროტუარები და ბორდიურები. უსაფრთხოებისა და ახალი ტექნოლოგიების სტანდარტების დაცვით განხორციელდება ხიდი - აკვედუკის რეკონსტრუქციაც, რომლის სიგრძე 120, სიგანე კი 12 მეტრია. მოხდება ნაგებობის დემონტაჟი, ბურჯების გარდა, მოეწყობა ხიდთან არსებული ფერდის გასამაგრებელი კედელი, სავალი ნაწილი, ტრორუარები და ბორდიურები. ცნობისთვის, ზაჰესის სარკინიგზო გზაგამტარი ხიდი და ხიდი - აკვედუკი გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენდა. ნაგებობების სარეკონსტრუქციო სამუშაოები 80-იანი წლების შემდეგ არ ჩატარებულა.
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)