18:14 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-14 16:19:41, 2743 ნახვა

რეგიონი
ბრილში ცენტრის კეთილმოწყობითი სამუშაოები დასრულდა

სოფელ ბრილში ცენტრის კეთილმოწყობითი სამუშაოები დასრულდა.

შესრულებული სამუშაოები ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღებმა კომისიამ დაათვალიერა.

 პროექტის ფარგლებში სოფლის ცენტრში მოეწყო გზის საყრდენი კედელი და მოაჯირი, გარემონტდა სოფლის სახლი, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიგო ბეტონის საფარი, დამონტაჟდა გარე-განათება და დაიდგა დეკორატიული სკამები.

აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 33 907 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები ი/მ გივი ზოიძემ შეასრულა.

მიმდინარე წელს, ადმინისტრაციული და სოფლის ცენტრების კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ხიჭაურის, ჭვანისა და დაბის ადმინისტრაციულ ცენტრებში, ხოლო ბარათაულში, დღვანსა და ოლადაურში სამუშაოები დასრულებულია.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics