20:53 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-08 15:03:29, 1788 ნახვა

ეკონომიკა
ჩინური კომპანია - საქართველო ის ქვეყანაა, სადაც არა მხოლოდ პროდუქციის ექსპორტით, არამედ წარმოებითაც ვართ დაინტერესებული

საქართველო ის ქვეყანაა, სადაც დაინტერესებული ვართ არა მხოლოდ პროდუქცის ექსპორტით, არამედ პროდუქციის წარმოებითაც, - ამის შესახებ ჩინეთის ელექტროტექნიკის და დანადგარების მწარმოებელთა ასოციაციის წევრი კომპანიის Xinle Electrical Appliance-ს გენერალური დირექტორის მოადგილე ში სინქიანმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მათი კომპანია საქართველოში ბიზნესის დაწყების გზებს ეძებს.

 „ვფიქრობთ, საქართველოში ძალიან კარგი მომავალი გვაქვს, რადგან ეს არის ქვეყანა, სადაც დაინტერესებული ვართ არა მხოლოდ პროდუქციის ექსპორტით, არამედ წარმოებით", - აღნიშნა ში სინქიანმა.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ საქართველოში უცხოელი, მათ შორის ჩინელი ინვესტორებისთვის არსებულ მხარდაჭერის მექანიზმებზე  ისაუბრა. აღინიშნა, რომ იმ კომპანიებს, ვინც საქართველოს ტერიტორიაზე საკუთარი პროდუქციის წარმოებას დაიწყებს, დაასაქმებს საქართველოს მოსახლეობას, შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, რომელიც საქართველოს აქვს სხვა ქვეყნებთან, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და საკუთარი პროდუქცია ამ ქვეყნებში ექსპორტზე გაიტანონ.

ჩინეთის ელექტროტექნიკის და დანადგარების მწარმოებელთა ასოციაციას 10 ათასამდე კომპანიას აერთიანებს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics