|
2019-11-04 11:31:51, 16444 ნახვა
კულტურა
საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“, მსოფლიოს გასტრონომიული ჩემპიონატის „Bocuse d’Or“ ეროვნული შესარჩევი კონკურსი გაიმართა
პირველად საქართველოში, საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული გასტრონომიული ჩემპიონატის „Bocuse d’Or“ ეროვნული შესარჩევი კონკურსი გაიმართა. კონკურსი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. „Bocuse d’Or“ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან საქართველოს აქვს კარგი პოტენციალი სათანადო ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიოში გასტრონომიულ და კულინარიულ სექტორში. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით, „Bocuse d’Or“-ის შესარჩევი კონკურსი საქართველოში პირველად ტარდება. გამარჯვებული შეფ-მზარეული ტალინში, ნახევარფინალის მონაწილე იქნება. მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამინისტრო ყოველთვის მზადა არის მხარი დაუჭიროს მსგავსი ტიპის პროექტებს”, - განაცხადა ხატია წილოსანმა. „Bocuse d’Or Georgia“-ს ფარგლებში, 100 ქართველი მონაწილიდან 8 შეირჩა, რომელთა კერძებიც ქართველი და უცხოელი შეფმზარეულებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურის წევრებმა შეაფასეს. ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებული ერიკ სარქისიანი გახდა, რომელიც ტალინში, საქართველოს სახელით, კონკურსის ევროპის ნახევარფინალში მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულ კონკურსში წარმატებით ასპარეზობის შემთხვევაში კი, 2021 წელს, საქართველო საფრანგეთში, ქ. ლიონში, Bocuse d’Or -ის საერთაშორისო ფინალზე წარსდგება, სადაც 24 ქვეყნის ფინალისტები უმაღლესი ჯილდოს - „ოქროს ბოკუზი“ მოსაპოვებლად იბრძოლებენ. „Bocuse d’Or Georgia“-ს მთავარი სპონსორია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, კონკურსის ორგანიზატორი - ბიზნეს-საკონსულტაციო სააგენტო „გასტრონავტი“, პროექტის წარმდგენი - საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია, მხარდამჭერი - საქართველოს კულინარიის ფედერაცია. (NS)
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)