23:39 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-25 16:14:38, 2228 ნახვა

სამართალი
INL-მა შსს-ს ახალი აღჭურვილობა გადასცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურომ (INL) კინოლოგიური პროექტი "K9"-ის ფარგლებში გადასცა სპეციალური ავტომანქანა ვოლიერებით. აღნიშნული პროექტი INL-ის მხარდაჭერით, რამდენიმე წელია ხორციელდება.

აღჭურვილობის გადმოცემის ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) რეგიონალური ოფისის დირექტორი ჯუდიტ რებეკა კემპბელი და სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

აღნიშნული ტექნიკა მნიშვნელოვანია სამინისტროს კინოლოგიური სამსახურის ეფექტიანი მუშაობისთვის.

„გვსურს, მადლობა გადავუხადოთ INL-ს წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებისათვის განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებისთვის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ ნაყოფიერ თანამშრომლობას და იმედი გვაქვს, მომავალშიც გავაგრძელებთ საერთო პროექტებზე მუშაობას“, -განაცხადა შეხვედრაზე ნინო ჯავახაძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურო (INL) მრავალი წელია, თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ახორციელებს პროექტებს ოჯახში ძალადობისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, საგზაო უსაფრთხოების, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის, ტრეფიკინგის და სხვა მიმართულებებით.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics