04:49 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-25 11:49:29, 6001 ნახვა

სამხედრო
ლუკ კოფი სირიიდან გაყვანილი ამერიკელი სამხედროების ახალქალაქში განთავსების ინიციატივით გამოდის

Heritage Foundation-ის მკვლევარი, ანალიტიკოსი ლუკ კოფი სირიიდან გაყვანილი ამერიკელი სამხედროების საქართველოში განთავსების ინიციატივით გამოდის, - ამის შესახებ ანალიტიკოსი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს. 

„შეთავაზება: აშშ-ის სამხედროები, რომლებიც სირიას ტოვებენ, შეიძლება, საქართველოში გაიგზავნონ. ის გახდება „ჰორიზონტს გადაღმა“ ძალა, რომელსაც შეეძლება „ისლამურ სახელმწიფოს“ სწრაფად უპასუხოს, ძალის ხელახლა მოკრების შემთხვევაში. აშშ-ს შეუძლია, ახალქალაქში მდებარე, ძველი რუსული ბაზა გამოიყენოს, რომელიც მხოლოდ 740 კმ-ით არის დაშორებული რაყას. ახლა საქართველო უფრო საიმედოა, ვიდრე ერაყი“, - წერს კოფი Twitter-ზე. 

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაციო დაიწყო, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნიდან ამერიკელი სამხედროები გაეყვანა. 

 









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics