00:36 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-23 16:24:55, 1842 ნახვა

სამართალი
გენინსპექციამ ყოფილი პროკურორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე სამსახურეობრივი შემოწმება დაიწყო

გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ ყოფილი პროკურორის სალომე ადეიშვილის მიერ სოციალურ ქსელ Facebook-ის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს. 

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გენერალური ინსპექცია განცხადებაში მითითებულ ყველა გარემოებას დეტალურად შეისწავლის და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.

ცნობისთვის, პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა სალომე ადეიშვილმა გაავრცელა საჯარო განცხადება, რომლის თანახმადაც პროკურატურაში სექსუალური შევიწროების, ნეპოტიზმის და სხვა ტიპის პრობლემები არსებობს. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics