13:43 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-21 16:06:33, 2341 ნახვა

კომენტარი
დავით დვალი: დარწმუნებული ვარ, ყველა ინსტანციას გავივლით - ბრძოლა ახლა იწყება

„ბრძოლა იწყება ახლა. ვიბრძოლებთ ბოლომდე და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ინსტანციას გავივლით“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთი დამფუძნებელმა, დავით დვალმა "მთავარის ეთერში" განაცხადა.

დვალი „რუსთავი 2-ის“ ფინანსური კრიზისის საქმესაც შეეხო და აღნიშნა, რომ მათი ბრალეულობა ტელეკომპანიის პრობლემებთან არ ფიგურერებს.

„მიღება, არ მიღების საკითხი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, მაგრამ ნამდვილი ბრძოლა შინაარსობრივ ნაწილზე ახლა გაიმართება. თავიდან იყო ვარიანტი, რომ მოგვეთხოვა მთლიანი უძრავი ქონების დაყადაღება, მაგრამ ზუსტად იმიტომ, რომ პოტენციური ბრალდება აგვეცილებინა, ჩვენ მოვხსენით ყველანაირი მოთხოვნა და აქედან გამომდინარე ქონება თავისუფალია. ერთადერთი, რაც არის დაბლოკილი არის ის წილი, რომელზეც ჩვენ პრეტენზიას ვაცხადებთ, შესაბამისად ჩვენ ვერანაირად ვერ დაგვბრალდება ფინანსური პრობლემები რუსთავი 2-თან დაკავშირებით“, - აღნიშნა დვალმა.

ცნობისთვის, სასამართლომ „რუსთავი 2“-ის 60%-იან წილს ყადაღა დაადო





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics