02:13 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-19 19:45:44, 4285 ნახვა

სამართალი
ნატახტარის გზაზე, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

ნატახტრის გზაზე, სამართალდამცველებსა და მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეები გეგმავდნენ, გზაზე მიმავალი რუსეთის მოქალაქეებისთვის შეეხსენებინათ, რომ მათი ქვეყანა ოკუპანტია, თუმცა სამართალდამცველებმა სავალ ნაწილზე გაჩერების შესაძლებლობა არ მისცეს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, „ქართული პოლიცია ბიძინა ივანიშვილის დავალებას ასრულებს, რაც რუსული ინტერესების გატარებას ემსახურება“.

„გზის გადაკეტვას არ ვაპირებდით გვინდოდა, რომ ზებრაზე გაგვეკეთებინა ერთგვარი აქცია პერფორმანსი, ვინაიდან აქ ხშირად დადიან მანქანები რუსული ნომრებით, გვინდოდა გაგვევლო ბანერებით, რომ რუსეთი ოკუპანტია, გვინდოდა გვეჩვენებინა რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომ მათი ქვეყანა ოკუპანტია და მათი პრეზიდენტი არის მკვლელი. ამის უფლებას არ გვაძლევს ქართული პოლიცია“, - განაცხადა აქციის მონაწილემ.

აქციის მონაწილეები ამ დრომდე ადგილზე იმყოფებიან. ტერიტორიაზე ათობით სამართალდამცველია მობილიზებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics