01:19 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-16 15:12:08, 1510 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული კილოგრამი ციტრუსი იყოს დროულად რეალიზებული

აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის ლოჯისტიკის, რეალიზაციის და სუბსიდირებისთვის უზრუნველყოფის მიზნით, რეგიონში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი აამოქმედა, რომელიც დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ გახსნეს.

შტაბის გახსნას ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელები, ექსპორტიორები და მეციტრუსე ფერმერები ესწრებოდნენ.

 „მალე ციტრუსის ნარინჯისფერი რთველი შევა აქტიურ ფაზაში და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დროულად გატარდეს ყველა ის ღონისძიება, რაც უზრუნველყოფს ციტრუსის ჩაბარებას და შემდგომ ექსპორტს.  ჩვენი მიზანია გარდა ტრადიციული საექსპორტო ბაზრებისა, პროდუქციის რეალიზაცია მოხდეს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.

ჩვენ ვაგრძელებთ სუბსიდირების პროგრამას სამრეწველო მანდარინთან მიმართებაში და ვფიქრობთ ეს მნიშვნელოვანია, რადგან აჭარაში თითოეული კილოგრამი ციტრუსი იყოს შესაბამისად კომპენსირებული.

დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანია, რომ ძალიან ღიად მოვისმინოთ ყველა ის საკითხი, რომელიც აწუხებს, როგორც ექსპორტიორებს, ასევე ფერმერებს. ვისაუბროთ თუ რა გადაუდებელი ღონისძიებებია გასატარებელი, რომ გვქონდეს მაქსიმალურად წარმატებული ციტრუსის სეზონი და უზრუნველვყოთ შემოსავლის მიღება თითოეული ოჯახისთვის" - განაცხადა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე სუბსიდია გაიცემა. საექსპორტო მანდარინს 30–მდე ციტრუსის მიმღებ-დამხარისხებელი საწარმო გადაამუშავებს. წელს საპროგნოზო მონაცემებით ციტრუსის მოსავალი 50-55 ათას ტონამდე იქნება.

შტაბის საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ გარემოს დაცვისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. შტაბი 1 თებერვლამდე იფუნქციონირებს. იმუშავებს ცხელი ხაზიც, სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება. 

 

 

 

(N S)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics