02:30 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-12 13:04:03, 3669 ნახვა

ეკონომიკა
მაჭავარიანი: საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც შეძლო რთულ პერიოდში წინსვლა საკრედიტო რეიტინგებში

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საქართველო განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში ამჟღავნებს მდგრადობას საგარეო და რეგიონული შოკების მიმართ.

მისი თქმით, ბოლო წლებში რეგიონში არსებული კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე, რეიტინგების შემცირების ტენდენციაა და აღნიშნულ პერიოდში, საქართველო  ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც შეძლო ამ რთულ პერიოდში წინსვლა საკრედიტო რეიტინგებში.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ასევე საინტერესოა როგორ უყურებს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „S&P Global Ratings ქვეყნის მომავალს 2019-2022 წლების მონაკვეთში და ამბობს, რომ საქართველოს ექნება ყველაზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონულ მეზობლებთან  შედარებით.

„სააგენტო მიესალმება იმ რეფორმებს, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში ვახორციელებთ, მათ შორისაა, განათლების რეფორმა, საპენსიო რეფორმა, მიწის რეფორმა, საგადასახადო რეფორმა, სადაც აღნიშნულია დღგ-ის დაბრუნების თემა. სააგენტო მიუთითებს, რომ  მიუხედავად ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენებსა, რაც უკავშირდებოდა ზაფხულში , ტურიზმთან დაკავშირებით პრობლემებს, საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ მყარია",  - აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „S&P Global Ratings"-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით დღეს გამართულ ბრიფინგზე.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics