05:30 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-30 19:15:12, 3130 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის საგარეო უწყება: კვლავ გვესმის გაცვეთილი თეზისები „ოკუპაციაზე“

"როგორც ჩანს, ჩვენი ქართველი კოლეგები შეშფოთებულები არიან არა იმდენად მოლაპარაკებების შინაარსითა და მიმართულებით, არამედ პროტოკოლისა და ფორმატის საკითხებით“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრას ეხება. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსული მხარე ორ ქვეყანას შორის პირდაპირი დიალოგის მომხრეა.

"სამწუხაროდ, ჩვენ კვლავ გვესმის გაცვეთილი თეზისები „ოკუპაციაზე“. ორი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების დასაცავად საჭიროა პირდაპირი და გულრწფელი დიალოგი. პირველად 12 წლის განმავლობაში, ნიუ-იორკში ორი ქვეყნის მინისტრებს შორის გამართულ შეხვედრა ორიენტირებული იყო იმაზე, რომ შექმნილი რთული სიტუაციიდან  მოიძებნოს გამოსავალი, რომელშიც ქართულ-რუსული ურთიერთობა აღმოჩნდა, მათ შორის ივნის-ივლისში გამვითარებული მოვლენების შედეგად. აქვე გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და მადლობა გადავუხადოთ შვეიცარიულ მხარეს, რომელიც საქართველოში რუსეთსი ოფიციალური წარმომადგენელია და რუსეთში საქართველოს წარადგენს, იმისათვის, რომ მინისტრების შეხვედრას ხელი შეუწყო", - ნათქვამიია განცხადებაში.  





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics