07:01 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-27 19:04:20, 3334 ნახვა

სამართალი
20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელი, ლევან იმერლიშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 10 ათასი ლარის გირაო დააკისრა.

აღსანიშანავია, რომ აღკვეთის ღონიძიება პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა. ამის მიზეზად კი იმერლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, რასაც ბრალდების მხარე არ იზიარებდა.

შეგახსენებთ, რომ ლევან იმერლიშვილი 15 ივლისს დააკავეს.  გამოძიების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე, მან გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკავებულ პირზე.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics