00:55 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-13 16:05:27, 468 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთის მიერ ე.წ. საზღვრის გადმოწევის საკითხზე გაფართოებული კომისიის სხდომაზე იმსჯელებენ

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების გადმოწევასთან დაკავშირებით გაფართოებულ კომისიის სხდომაზე იმსჯელებენ. 

ამ ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გამოვიდა. 
როგორც მან აღნიშნა, მას ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები შსს-სთან, პრემიერის წარმომადგენლებთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან და სხვა შესაბამის უწყებებთან ჰქონდა. 
ვოლსკიმ რუსეთის ქმედებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ის ენერგო დერეფნის კონტროლისკენ მიისწრაფვის. 
„სამხედრო ბაზებით რუსეთი არღვევს ყველა ხელშეკრულებას და უკვე აშკარად გამოხატავს თავის მისწრაფებას იმ სტრატეგიული გეგმის განსახორციელებლად, რაც შეეხება ენერგო დერეფნების კონტროლს. ეს ყველაფერი ჩამოწერილი ჰქონდა 2006 წელს, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, რომელიც 2020 წლამდეა დამტკიცებული.  ასე, რომ ჩვენ სწორედ ამ კუთხით უნდა ვიფიქროთ და საერთაშორისო თანამეგობრობაც უნდა დადგეს იმ პოზიციაზე, როცა რუსეთი ამ თავისი ოკუპაციით უპირისპირდება არა მარტო ქართულ, არამედ საერთაშორისო ინტერესებს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
ვოლსკის ინიციატივა იყო, რომ გაფართოებული კომისიის სხდომა 20 ივლისს გამართულიყო. თუმცა, დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა, რომ ეს შეხვედრა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ ჯაფარიძის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გაიმართოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics