13:07 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-23 19:05:27, 1077 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი იური ვაზაგაშვილთან შეხვედრას ადასტურებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ იური ვაზაგაშვილს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე შეხვდა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, იური ვაზაგაშვილი იმ თანამდებობის პირების გადაყენებას ითხოვდა, რომლებიც ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილეობდნენ.

ივანიშვილის განმარტებით, იური ვაზაგაშვილი მას მოწმეზეც ესაუბრა.

"მქონდა  იური ვზაგაშვილთან შეხვედრა გარდაცვალებიდან რამდენიმე დღით ადრე და მქონდა ძალიან ხანგრძლივი საუბარი და დაგეგმილი გვქონდა შემდეგი შეხვედრა. გვქონდა ასეთი გეგმა, რომ სანამ არ დასრულდებოდა გამოძიება მაქსიმალურად მის გვერდით დავდგებოდი, რათა ყოველგვარი ეჭვი გაქარწყლებულიყო იმისა, რომ ყველა დამნაშავე არ დაისჯებოდა.როგორც თვითონაც ამბობდა, დასასრულ ფაზაში  შედიოდა გამოძიება. ძალიან გახარებული იყო, რომ ახალი მოწმეები გამოჩნდნენ უკრაინიდან, რომელიც ამყარებდა გამოძიების ეჭვებს.ეჭვი ჰქონდა იურის, ყველანი ხვდებოდნენ პასუხისმგებლობის ქვეშ. გვარებიც ბევრი დაასახელა.როგორც თვითონ მითხრა, გამოძიებამ იცის მის შესახებ.მიზანი ალბათ იყო დაშინება მოწმეების, გამოძიებას ხელი შეუშალონ, რომ კიდევ  გადაურჩეს მართლმსაჯულებას ის,  ვინც მონაწილეობდა მისი შვილის მკვლელობაში, მეორე ვერსია,  რაც ორივე ერთად ძალიან კარგად მუშაობს, არის ის, რომ ამ ჯგუფს იმედი აქვთ, ქვეყანაში შანტაჟსა და არეულობას გამოიწვევე",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

აღნიშნული განცხადება ივანიშვილმა საზოგადოებრივ დარბაზ "ჯაზუში" გააკეთა, სადაც მეუღლესთან ერთად, იური ვაზაგაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუმინეთის პატრიარქი დანიელი - გისურვებთ თქვენს უნეტარესობას მრავალ კურთხეულ წელს საქართველოს მართლმადიდებელი ხალხის სამსახურში
ალბანეთის წინამძღვარი - ილია II-ის ტახტზე ასვლა, თქვენს უნეტარესობას წმინდა და მძიმე მემკვიდრეობას ანდობს
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics