|
2019-08-27 16:39:19, 2176 ნახვა
რეგიონი
შუახევში ცენტრების კეთილმოწყობითი სამუშაოები განხორციელდება
მალე ბარათაულის, ჭვანის ადმინისტრაციული ერთეულების და სოფელ ბრილის მოსახლეობა ახალი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით განხორციელდება. მიმდინარე სამუშაოები შუახევის მერმა, ფრიდონ ფუტკარაძემ ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დათვალიერების შემდეგ, შუახევის მერი მიმდებარე სოფლების და სოფელ ზემოხევის მოსახლეობას შეხვდა, არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე მიაწოდა ინფორმაცია. პროექტის ფარგლებში, ჭვანის ადმინისტრაციულ ცენტრში ადმინისტრაციული შენობის გარე ფასადი გარემონტდება, შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ბეტონის საფარი და სანიაღვრე სისტემა მოეწყობა, დაიგება ფილები, გზასთან ახლოს გაკეთდება საყრდენი კედელი და მოაჯირი, მოეწყობა სკვერი, დაიდგმება დეკორატიული სკამები და დამონტაჟდება გარე განათება. ბარათაულის ადმინისტრაციულ ცენტრში რემონტი ადმინისტრაციულ შენობას ჩაუტარდება.რესტავრაცია ჩაუტარდება 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, ამირან მამალაძის სახელობის წყაროს. ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე კი, ბეტონის საფარი დაიგება, დამონტაჟდება გარე განათება და განლაგდება დეკორატიული სკამები. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში სოფელ ბრილში მოეწყობა გზის საყრდენი კედელი და მოაჯირი, გარემონტდება სოფლის სახლი, ცენტრში დაიგება ბეტონის საფარი, მოეწყობა გარე განათება და დაიდგმება დეკორატიული სკამები. აღნიშნული სამუშაოებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 170 679 ლარამდე დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები შპს ,,ემემტე“, შპს ,,გორა“ და ინდმეწარმე ,,გივი ზოიძე“ ასრულებენ.
(NS)
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)