18:14 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-26 10:12:35, 990 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ სარფში შეკრებილებს კოლხობის დღესასწაული მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად  სარფში, ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს „კოლხობას“  დაესწრო.

„ეს არის ჩვენი ტრადიციების, ჩვენი  მდიდარი კულტურისა და ფესვების დადასტურების დღესასწაული. კოლხეთი, ლაზეთი ეს არის ის კულტურა, სადაც პირველად დაირწა სახელმწიფოებრიობის აკვანი, სადაც პირველად მოხდა ჩვენი ცივილიზაციის ჩამოყალიბება. მნიშვნელოვანია, რომ  თაობები  უკვე  ორმოცი წელია იკრიბებიან  ამ დღის აღსანიშნავად.  მინდა გისურვოთ იმ დიდი სიძლიერის დაბრუნება, რაც მაშინდელ სახელმწიფოს გააჩნდა  და კიდევ უფრო გაძლიერებულიყოს ჩვენი ქვეყანა“, - ასე მიმართა თორნიკე რიჟვაძემ დღესასწაულზე შეკრებილებს.

სახალხო დღესასწაული პირველად 1978 წელს,,ქვაომხაზობის" სახელით გაიმართა. 1979 წლიდან კი დღესასწაული სარფის სანაპიროზე ,,კოლხობის" სახელით ტარდება.  კოლხობა მეფე აიეტის და მედეას მითთან არის დაკავშირებული.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics