|
2015-07-10 11:43:14, 1508 ნახვა
კომენტარი
კალაძე: რამდენიმე ადამიანის „რეგვენული“ საქციელი, ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობას ვერ გააფუჭებს
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე აზერბაიჯანში მომხდარ ინციდენტს, სადაც „გაბალა“-„დინამოს“ თამაშზე აზერბაიჯანელმა გულშემტკივრებმა ქართული დროშა დაწვეს, პროვოკაციას უწოდებს. კალაძის შეფასებით, რამდენიმე ადამიანის „რეგვენული“ საქციელი, ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობას ვერ გააფუჭებს. „ფაქტი ძალიან ცუდია, თუმცა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა დღეს და გუშინ არ დაწყებულა, ჩვენ საუკუნეებია ვმეგობრობთ. ეს იყო პროვოკაცია და შესაბამისი სამსახურები რა თქმა უნდა ადეკვატურად გამოიძიებენ. ყველა ეს ადამიანი იქნება დასჯილი, ვინც ასეთ პროვოკაციებში იღებდა მონაწილეობას. რამდენიმე ადამიანის რეგვენული გადაწყვეტილება და ქმედება, რა თქმა უნდა ქვეყნებს შორის ურთიერთობას ხელს ვერ შეუშლის და იმ მეგობრობას, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს“, - განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში, ადგილბრივ „გაბალასა“ და თბილისის „დინამოს“ გუშინდელ მატჩზე ინციდენტი მოხდა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ საფეხბურთო მატჩზე აზერბაიჯანელ გულშემატკივართა ერთმა ჯგუფმა პლაკატები გამოფინა, სადაც აზერბაიჯანის შემადგენლობაში რუსთავი, ბოლნისი და მარნეული იყო მოქცეული. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელ გულშემატკივართა ნაწილმა საქართველოს დროშა დაწვა და მასზე ფეხით დადგნენ. გარდა ამისა, მატჩის დასრულების შემდეგ „დინამოს“ გულშემატკივართა ავტობუსს ქვები და სხვადასხვა ნივთი ესროლეს. „დინამოში“ აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ „უეფას“ აცნობებენ. მომხდარს გულშემატკივრები 2 ივლისს, საქართველოში, "დინამო" - “გაბალას" თამაშის დროს მომხდარ შემთხვევას უკავშირებენ, როდესაც ქართველმა გულშემატკივრებმა პლაკატი გამოფინეს წარწერით - "ჩვენ გვახსოვს ზაქათალა, კახი, 1921".
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)