|
2015-07-10 11:42:10, 1542 ნახვა
კომენტარი
თამარ სანიკიძე: პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, მასშტაბურ დაპირისპირებაში არ უნდა გადაიზარდოს
„პროცესი, რომელიც მიმდინარეობს მასშტაბურ დაპირისპირებაში არ უნდა გადაიზარდოს“,-ასე გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე აზერბაიჯანში „გაბალა“ -„დინამოს“ მატჩზე მომხდარ ინცინდენტს. „ რა თქმა უნდა ეს გარკვეულწილად იმ თემატიკას უკავშირდება, რომელსაც გუნდების მხარდაჭერა ჰქვია. თამაშთან დაკავშირებით იყო გაღიზიანება. ნამდვილად არ არის სასურველი და სასიამოვნო მსგავსი ინცინდენტი დიდ პროვოკაციაში გადაიზარდოს. პროცესი, რომელიც მიმდინარეობს უნდა შემოიფარგლოს იმ თემატიკით და არ უნდა გადაიზარდოს, ასე ვთქვათ სხვა უფრო დიდ მასშტაბიან დაპირისპირებაში“,-განაცხადა თამარ სანიკიძემ. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში, ადგილბრივ „გაბალასა“ და თბილისის „დინამოს“ გუშინდელ მატჩზე ინციდენტი მოხდა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ საფეხბურთო მატჩზე აზერბაიჯანელ გულშემატკივართა ერთმა ჯგუფმა პლაკატები გამოფინა, სადაც აზერბაიჯანის შემადგენლობაში რუსთავი, ბოლნისი და მარნეული იყო მოქცეული. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელ გულშემატკივართა ნაწილმა საქართველოს დროშა დაწვა და მასზე ფეხით დადგნენ. გარდა ამისა, მატჩის დასრულების შემდეგ „დინამოს“ გულშემატკივართა ავტობუსს ქვები და სხვადასხვა ნივთი ესროლეს. „დინამოში“ აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ „უეფას“ აცნობებენ. მომხდარს გულშემატკივრები 2 ივლისს, საქართველოში, "დინამო" - “გაბალას" თამაშის დროს მომხდარ შემთხვევას უკავშირებენ, როდესაც ქართველმა გულშემატკივრებმა პლაკატი გამოფინეს წარწერით - "ჩვენ გვახსოვს ზაქათალა, კახი, 1921".
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)