|
2015-07-08 15:12:46, 1558 ნახვა
კომენტარი
სესიაშვილი წიკლაურს: რუსეთის ციხეებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გვერდში დგომაა საჭირო
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი სესიაშვილი რუსეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებას ეხმაურება. როგორც სესიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მოქმედი ხელისუფლების დროს რუსეთში დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქეა გათავისუფლებული და დანარჩენების გასათავისუფლებლად მუშაობა მიმდინარეობს. „ნუგზარ წიკლაურმა შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა. რუსეთში საქართველოს მოქალაქეები ძალიან მძიმე მუხლებით არიან გასამართლებულები. საქმე იმაშია, რომ წინა ხელისუფლებამ ეს ადამიანები და მათი ოჯახის წევრები მიაგდო, ჩვენმა ხელისუფლებამ კი, პირველივე დღიდან დაიწყო ამაზე მუშაობა. ჩვენი ძალისხმევით 3 ადამიანია გათავისუფლებული. მიდმიარეობს ძალიან აქტიური პორცესი, რომ ყველა დანარჩენი ადამიანი, რომლებსაც 12–14 წელი აქვთ მისჯილი, ოჯახებს დავუბრუნოთ და მათ ღირსეული ცხოვრების გაგრძელების საშუალება მივცეთ. მაგრამ იმის მაგივრად, რომ ამ ვითარებაში ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ, წიკლაური გამოდის და აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს. მითუმეტეს, როდესაც მას ძალიან კარგად ესმის, რომ ამ მგრძნობიარე თემასთან მიმართებაში, საჭიროა თანმიმდევრული მიდგომა, არა ყვირილი ტრიბუნიდან, არამედ გვერდში დგომა“, – აღნიშნა სესიაშვილმა. ცნობისთვის, ნუგზარ წიკლაურმა მოქმედი ხელისუფლება რუსეთში დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქეების მიმართებაში უმოქმედობაში დაადანაშაულა. როგორც წიკლაურმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება რუს ჯაშუშებს ათვისუფლებს, თუმცა, რუსეთში დაკავებული სასქართველოს მოქალაქეების დასახსნელად არაფერს აკეთებს.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)