16:30 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-31 19:26:04, 1524 ნახვა

სამართალი
შსს-მ ბათუმის უნივერსიტეტში ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შესულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, რომ უნივერსიტეტის შენობაში ნაღმია, გამოძიება დაიწყო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 323-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული აქტის მუქარას გულისხმობს.

„ბათუმის უნივერსიტეტიდან შეტყობინების საფუძველზე ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. უნივერსიტეტში არ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შენობაში მყოფმა რამდენიმე ადამიანმა დატოვა უკვე უნივერსიტეტის შენობა“, - აცხადებენ შსს-ში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics