|
2019-07-29 13:10:48, 3002 ნახვა
მსოფლიო
ალექსეი ნავალნი ციხეში ყოფნის დროს, სავარაუდოდ, მოწამლეს
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს, საავადმყოფოშია გადაყვანილი, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ექიმებმა ივარაუდეს, რომ ნავალნი მოწამლულია. ოფთალმოლოგ ანასტასია ვასილიევას განცხადებით, პოლიტიკოსს ალერგიის არანაირი სიმპტომები არ აქვს, მისი მდგომარეობა კი საერთო ინტოქსიკაციასა და მძიმე ტოქსიკურ კერატო-კონიუნქტივიტს შეესაბამება. ექიმი ვარაუდობს, რომ ასეთი შედეგი გაურკვეველი ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებამ გამოიწვია. მანვე დასძინა, რომ ნავალნის სრულფასოვნად გასინჯვის საშუალება არ მისცეს. შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 24 ივლისს დააკავეს. მოგვიანებით ის საავადმყოფოში მწვავე ალერგიული რეაქციის დიაგნოზით გადაიყვანეს.
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)