|
2015-01-23 17:00:17, 1020 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან ღირსიაშვილმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავდაცვის დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის შეფასების დოკუმენტის (PARP Assessment) განხილვა გაიმართა. 28+1 ფორმატში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები ნატოს წევრი ქვეყნების მიერ დადებითად შეფასდა. მოკავშირეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს წვლილი ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციაში და გამოხატეს მზადყოფნა, დახმარება აღმოუჩინონ საქართველოს ნატოს უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში. ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა. ჯეიმს აპატურაიმ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა. მხარეებმა უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების დეტალებზე ისაუბრეს. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივების შესახებ ლევან ღირსიაშვილმა შეხვედრები გამართა ასევე, ნატოს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის შეიარაღებულ ძალთა განვითარების დაგეგმვის დირექტორატის ხელმძღვანელ ფრენკ ბოლანდთან, ნატოს უსაფრთხოების ოფისის ხელმძღვანელ ტოდ ბრაუნთან და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სხვა ოფიციალურ პირებთან. ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ, ნატოს შტაბ-ბინაში გამართული შეხვედრები საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა შეაფასა. „ბრიუსელში, 28+1 ფორმატში საქართველო-ნატოს კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც თავდაცვის სფეროში ნატოსთან თავსებადობის ამაღლების კუთხით 2014 წელს განხორციელებული ღონისძიებები განვიხილეთ. ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან საქართველომ ნატოში ინტეგრაციის გზაზე საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო. ასევე, გამოვყოფდი მაღალი დონის შეხვედრებს ნატოში, რომელიც ბრიუსელში ჩვენი ვიზიტის დროს გაიმართა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბატონ ჯეიმს აპატურაისთან გამართული შეხვედრა, რომლის დროსაც ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა იმ გზაზე, რასაც ნატოში გაწევრიანება და არსებითი პაკეტის განხორციელება ჰქვია“, - განაცხადა ლევან ღირსიაშვილმა.
რუმინეთის პატრიარქი დანიელი - გისურვებთ თქვენს უნეტარესობას მრავალ კურთხეულ წელს საქართველოს მართლმადიდებელი ხალხის სამსახურში
ალბანეთის წინამძღვარი - ილია II-ის ტახტზე ასვლა, თქვენს უნეტარესობას წმინდა და მძიმე მემკვიდრეობას ანდობს
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)