|
2019-07-23 15:09:36, 16785 ნახვა
კულტურა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გახდა
დიდი ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრად კონსერვატორი ბორის ჯონსონი აირჩიეს, - ამის შესახებ Euronews იუწყება. მედია საშუალების ინფორაციით, ჯონსონი მოვალეობის შესრულებას ხვალიდან შეუდგება. ჯონსონის კონკურენტი ჯერემი ჰანტი იყო. მედიის ცნობით, ჯონსონს ხმა კონსერვატიული პარტიის დაახლოებით 160 000 წევრიდან 92 153-მა მისცა. მისმა მთავარმა კონკურენტმა ჯერემი ჰანტმა კი 46 ათას 600 ხმა მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ ჯონსონი ბრექსიტის მომხრეა და მისი შეფასებიტ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირის 31 ოქტომბრამდე უნდა დატოვოს. პრემიერის თანამდებობის გარდა, ჯონსონი მმართველი პარტიის ლიდერის პოსტსაც დაიკავებს. მანამდე ბორის ჯონსონი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ბრიქსიტის მოწინააღმდეგეებს არ სურდათ, რომ ჯონსონს პრემიერის თანამდებობა დაეკავებინა და მათ რამდენიმე აქციაც კი მოაწყეს. ბორის ჯონსონი თანამდებობაზე ტერეზა მეის შეცვლის.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)