16:37 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-23 11:31:57, 1220 ნახვა

კომენტარი
თადუმაძე: არ ვფიქრობ, რომ პროკურატურა იდეალურია, მაგრამ რეიტინგებში უკანასკნელ რიგებში აღარ არის

გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, რომელსაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უსმენენ, აცხადებს, რომ ერთი წლის წინ საგამოძიებო უწყებას საზოგადოებრივი ნდობის ხარისხის მიხედვით სერიოზული  პრობლემა ჰქონდა.

ამასთან, თადუმაძემ საბჭოზე მოსმენისას თავის მენეჯერულ გამოცდილებაზე ისაუბრა. 

„საქართველოს პროკურატურაში მივედი იმ დროს, როდესაც საქართველოს პროკურატურას ძალიან სერიოზული  პრობლემა ჰქონდა საზოგადოებრივი ნდობის ხარისხის მიხედვით. შემიძლია ვთქვა, რომ პროკურატურაში მივედი მარტო, არ მიმიყვანია ჩემი გუნდი და იმ გუნდით, რომელიც იქ დამხვდა,  რომელსაც დიდ პატივს ვცემ და დიდი რესურსი გააჩნია,  ერთი წლის მანძილზე შევძელი, პროკურატურა იყოს ისეთი, როგორიც დღეს არის“, - აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

მისი თქმით, დღეს პროკურატურა არ არის იდეალური, მაგრამ რეიტინგების მიხედვით, პროკურატურა და სახალხო დამცველი ერთმანეთს უტოლდება.

„მე არ ვფიქრობ  რომ არის იდეალური პროკურატურა, მაგრამ იმ მონაცემებით, რა მონაცემებიც   დამხვდა,  მე შევძელი,  რომ პროკურატურა დღეს არ არის უკანასკნელ რიგებში ნდობის ხარისხის მიხედვით. ჩემთვის საამაყოა, რომ პროკურატურა და სახალხო დამცველი რეიტინგების მიხედვით ერთმანეთს უტოლდება  და ეს კიდევ დიდი გამოწვევაა პროკურატურისთვის“, - განაცხადა თადუმაძემ.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics