07:45 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-10 16:28:43, 1044 ნახვა

რეგიონი
კახა შენგელია - რომ არა თორნიკე რიჟვაძე და მისი მაგარი გუნდი, ეს პროექტი არ გამოვიდოდა

„ვერცერთმა მთავრობამ და ვერცერთმა ქალაქის მერმა ვერ შეძლო, რაც დღეს გააკეთა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და მისმა მაგარმა გუნდმა“, - ამის შესახებ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ ბათუმში უმაღლესი სასწავლებლის პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა.

"10  წელია დავდივარ და ვერაფერს ვერ მივაღწიე. სულ რაღაც დეკემბერში მივედი ბატონ თორნიკესთან  და 6 თვეში ყველაფერი მოგვარდა. ჩემმა სტუდენტებმა იციან, რამდენი წელიწადია ვფიქრობდით და ვმუშაობდით იმისთვის, რომ ეს გაგვეკეთებინა ბათუმში, მაგრამ არ გამოგვდიოდა. ეს ქალაქი ღირსია იმის, რომ ქონდეს მაღალი განათლების კერა", - აღნიშნა კახა შენგელიამ.

ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსისა  და სკოლის მშენებლობა სექტემბერში დაიწყება.  კამპუსი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებით, საცურაო აუზით და სტუდენტური საერთო საცხოვრებლით. 1,500 ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტზე, ასევე 500 მოსწავლეზე გათვლილი სივრცის მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics