21:22 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-03 17:10:49, 1623 ნახვა

კომენტარი
სპორტის კომიტეტი მსოფლიო რაგბის ფედერაციას რუსეთში მოასპარეზე მორაგბეების ინტერესების დაცვას სთხოვს

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი აბუსერიძე  რუსეთში მოასპარეზე ორი ქართველი მორაგბის მიმართ კონტრაქტის შეწყვეტას გამოეხმაურა. 

აბუსერიძემ განაცხადა, რომ მსოფლიო რაგბის ფედერაციას ფაქტის შესახებ შეატყობინებენ და შეეცდებიან სპორტსმენების ინტერესები დაიცვან. 

„ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, ამიტომ, რაგბის კავშირმა უნდა დაიცვას იმ ბიჭების ინტერესები, რომლებიც ქვეყნის ღირსებას იცავენ. ჩვენც, პარლამენტის სპორტის კომიტეტი, ვაპირებთ განვიხილოთ ეს საკითხი. მეც,  პირადად,  ვაპირებ მსოფლიო რაგბის ფედერაციას მივწერო, რათა დაცული იყოს ამ ბიჭების ინტერესები. ამ ბიჭებმა გამოხატეს თავისი გულისტკენა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. ამ სიტუაციაში მოთამაშეები არ უნდა იჩაგრებოდნენ“, - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთში მოასპარეზე ორ ქართველ მორაგბეს კლუბმა „სლავამ“ კონტრაქტი შეუწყვიტა. მიზეზი ლელოს ის აღნიშვნა გახდა, სადაც ქართველმა მორაგბეებმა ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, თვალზე ხელის აფარებით გამოხატეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
ექიმი: ელენე ხოშტარიას აქვს ძლიერი ტკივილები, კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics