01:27 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-02 16:00:10, 1706 ნახვა

ეკონომიკა
მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში: შთამბეჭდავია რეფორმების პროგრამა, რომელსაც საქართველო ახორციელებს

„აღსანიშნავია ბევრი საერთაშორისო რეიტინგი, მათ შორის, ერთ-ერთია „ბიზნესის კეთების სიმარტივის" რეიტინგი, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, თუ რამდენად წინ წავიდა საქართველო და რამდენად მიზანდასახულად ახორციელებს რიგ რეფორმებს", - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ახალმა რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინესმა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

მან კიდევ ერთხელ, პოზიტიურად შეაფასა საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის არსებული თანამშრომლობა და ხაზი გაუსვა რეფორმების პროცესში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობას. 

„ფინანსთა მინისტრთან შეხვედრისას, ჩვენ განვიხილეთ ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც გვაქვს სატრანსპორტო სექტორში. ასევე, ეკონომიკური მიმართულებით ვისაუბრეთ კონკურენტუნარიანობისა და ინკლუზიურ ზრდაზე კერძო სექტორში, განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმები, როგორიცაა: ადამიანური კაპიტალი, განათლება და კაპიტალის ბაზრის განვითარება. ძალიან შთამბეჭდავია იმ რეფორმების პროგრამა, რომელსაც საქართველო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით, უნდა გაგრძელდეს მუშაობა და თანამშრომლობა. კვლავ ბევრია გასაკეთებელი ეკონომიკური განვითარების, ადამიანური კაპიტალის, განათლებისა და ჯანდაცვის სექტორის განვითარების, ასევე გარემოს დაცვის საკითხებთან მიმართებაში. ეს არის საერთო, სტრატეგიული ხედვა, რომელიც ხელისუფლებასთან ერთად პარტნიორობის ფარგლებში შევიმუშავეთ. ჩვენ ასევე, დიდი ინტერესით ველით ქვეყანასთან თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტის (CPF) ფარგლებში საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაგრძელებას დამატებითი რეფორმების განხორციელებისათვის", - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics