01:27 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-28 15:44:57, 2075 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერი: გულზე მჯიღის ცემით ეკონომიკა არ შენდება, ეკონომიკა მოქალაქეების ინტერესების დაცვით

გულზე მჯიღის ცემით ეკონომიკა არ შენდება, ეკონომიკა შენდება შენი მოქალაქეების და შენი კომპანიების ეკონომიკური ინტერესების დაცვით და იმით, რომ მათ შეუქმნა ფართო ასპარეზი და შესაძლებლობები, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის შეკითხვას,  ახდენს თუ არა გავლენას ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ლარის კურსზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა თავისი ნეგატიური ასახვა იქონია ქვეყნის ეკონომიკაზე.

„რა თქმა უნდა ჩვენი ვალდებულებაა ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტად ვიყოთ ორიენტირებულები კონკრეტულ შედეგებზე. მე გუშინ განვაცხადე, რომ ასეთ პირობებში ჩვენ კიდევ უფრო აქტიურ კონსულტაციაზე ვართ გადასული კერძო სექტორთან. დღესაც მათ შორის, ეკონომიკის მინისტრი წარმოადგენს შეჯერებულ წინადადებებს, რომელიც კერძო სექტორისაგან მივიღეთ. თქვენ სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა ახსენეთ და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩვენი პრიორიტეტი იქნება, მაქსიმალურად მეტი წინადადება მოვისმინთ და შემდეგ პოზიციები შევაჯეროთ იმ სექტორის წარმომადგენლებთან, რომელიც აღმოჩნდნენ ყველაზე მეტი გამოწვევის წინაშე. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, მე განსაკუთრებული აქცენტი მინდა ტურისტულ სექტორზე გავაკეთო. ჩვენ პარალელურად გვაქვს შეხვედრები და რამდენიმე დღეში გაიმართება ეხვედრა საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ შევკრათ ისეთი პორტფელი ჩვენი ინიციატივების და მხარდაჭერის, რომ შევძლოთ მოვახდინოთ მინიმიზირება ამ ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევის. როდესაც ჩვენ ტურისტულ სექტორზე ვსაუბრობთ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სექტორი საქართველოში და რაც ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ის არის ინკლუზიური და მასში ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული, აქედან გამომდინარე, მე ძალიან მძაფრი ვარ იმ შეფასებაში, რომ საოცრად უპასუხისმგებლო განცხადებები მოვისმინე მე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისგან", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics