00:27 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-26 19:52:00, 1910 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: კომერციულ ბანკებთან ერთად ვმსჯელობთ, დახმარების რა კონკრეტული გეგმა შევთავაზოთ ტურიზმის ინდუსტრიას

„კომერციულ ბანკებთან ერთად ვსაუბრობთ იმ გამოწვევებზე, რაც დაუდგა ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას. იკვეთება შესაძლებლობა, რომ ჩვენს ხელთ არსებული სხვადასხვა ფინანსური მხარდაჭერის სქემა და ფინანსური პროდუქტი, მათ შორის საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი მოვარგოთ დღევანდელ გამოწვევებს. ძალიან მალე ვიქნებით მზად, რომ კონკრეტული გეგმით დავუბრუნდეთ ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას“, - ეს განცხადება ნათია თურნავამ ეკონომიკის სამინისტროში გამართული სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა, რომელშიც საქართველოს ყველა კომერციული ბანკის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

მინისტრმა საბანკო სექტორთან ერთად იმსჯელა იმ გეგმის ჩამოყალიბებაზე, რომელიც ტურისტულ სექტორში მოქმედ ბიზნესს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო სეგმენტს, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ნეგატიურ ზეგავლენებს შეუმსუბუქებს.

შეხვედრაზე კომერციული ბანკების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს ეკონომიკის მინისტრის ინიციატივა, გამოხატეს აქტიური მხარდაჭერა და  გამოთქვეს იმედი, რომ ერთობლივი მუშაობით მალე ჩამოყალიბდება ტურისტული სექტორის მხარდაჭერის  კონკრეტული მიმართულებები.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics