07:34 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-26 10:37:59, 1494 ნახვა

სამართალი
პოლიციამ ხულოში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1958 წელს დაბადებული რ.ბ. დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 25 ივნისს ხულოს რაიონის სოფელ ხიხაძირში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1976 წელს დაბადებულ რ.გ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულის ადგილსამყოფელი ცხელ კვალზე დაადგინეს. ის  ხულოს რაიონის სოფელ თხილვანაში იმალებოდა. ადგილზე მისულ პოლიციელებს რ.ბ.-მ ცეცხლი გაუხსნა, რა დროსაც 2 სამართალდამცველი მსუბუქად დაიჭრა. მათ სამედიცინო დახმარება  გაეწიათ და უკვე დატოვეს საავადმყოფო. სამართალდამცველებმა ბრალდებული გამთენიისას, თანასოფლელის საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics