|
2019-06-25 17:26:43, 1480 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი შენარჩუნებული იქნება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 2020 წლის არჩევნების ბარიერის გარეშე ჩატარდება, 2024 წელს კი ბარიერი შენარჩუნებული იქნება. მისივე თქმით, ერთადერთი ვისაც შეიძლება ნულოვანი ბარიერი არ მოსწონდეს, არის "ნაციონალური მოძრაობა", რადგან მისი აზრით, ასე მონოპოლიას დაკარგავს ოპოზიციაში. "ჩვენ შევასრულეთ საზოგადოების მოთხოვნა და დაკვეთა, რომ ეს არჩევნები პროპორციული არჩევნებით ჩატარდეს. ეს აძლევს შესაძლებლობას, ყველა პოლიტიკურ პარტიას და საზოგადოებრივ გაერთიანებას მოაბილიზოს მხარდამჭერები და მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, რომ თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს. შესაბამისად, ეს ცვლილება თანაბარ სასტარტო პირობებში აყენებს ყველას. ერთადერთი ვისაც შეიძლება ეს არ მოსწონდეს, ეს არის "ნაციონალური მოძრაობამ რადგან ისინი ამ გადაწყვეტილებით კარგავენ მონოპოლიასა და ექსკლუზივს ოპოზიციაში", - განაცხადა თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)