|
2019-06-24 12:54:49, 1193 ნახვა
კომენტარი
ხოშტარია: აღმაშფოთებელი და სამარცხვინოა გახარიას დატოვება თანამდებობაზე და ხალხთან ვაჭრობა
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარის შეფასებით, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ 4-დღიანი პროტესტის შემდეგ, საზოგადოებამ გამარჯვებას მიაღწია. ხოშტარიამ აქციის მონაწელეებს ეს გამარჯვება მიულოცა: „გარდა იმისა, რომ თქვენ მოახერხეთ დაახევინოთ უკან "ქართულ ოცნებას" და მიაღწიეთ სამართლიან, პროპორციულ სისტემას, თქვენ უთხარით ყველა პოლიტიკოსს და ყველა მომავალ მთავრობას, რომ არც ერთი შემთხვევა ღირსების შელახვის ვერ გაივლის უკვალოდ და ყველა მომდევნო ხელისუფლება იქნება პასუხისმგებელი მსგავსი უღირსი და უკანონო საქციელის შედეგად. ამიტომ, მე გულწრფელად ვულოცავ აქციის ორგანიზატორებს,“ - განაცხადა ხოშტარიამ. ამასთან, დეპუტატი მმართველი გუნდის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ისინი აქციის დაშლის საკითხზე შს მინისტრის გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ვერ ხედავენ და მას სამარცხვინო უწოდა. „აბსოლუტურად აღმაშფოთებელი და სამარცხვინოა გახარიას დატოვება თანამდებობაზე და ხალხთან ვაჭრობა თანამდებობებით. ისინი ვაჭრობდნენ ერთი დღით კობახიძით, ახლა ვაჭრობენ გახარიათი, მაშინ, როდესაც გახარიას არ აქვს არც მორალური, არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური უფლება იყოს შს მინისტრი. გახარია არის შს მინისტრი, რომელმაც იყიდა ნაკლებად სასიკვდილო ანუ სასიკვდილო ტყვიები და გასცა ბრძანება, რომ დამიზნებით ადამიანებისთვის ესროლათ, დაესახიჩრებინათ,“ - განაცხადა ხოშტარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)