06:21 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-20 22:53:15, 1279 ნახვა

სამართალი
გიორგი გახარია - როგორც კი საჭირო იქნება, მაშინვე გადავდგები

„უპრობლემოდ, როგორც კი საჭირო იქნება, მაშინვე გადავდგები“, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის შეკითხვას, ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, აპირებს თუ არა თანამდებობის დატოვებას.

როგორც გახარიამ აღნიშნა, იმის მიუხედავად, გადადგება თუ არა ვინმე, სამართალდამრღვევები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს როგორ დამთავრდება ეს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თანამდებობას. ვინ გადადგება, ვინ დარჩება, რომელი მმართველი პარტია იქნება, ვინ იქნება ოპოზიციაში,  ამ ყველაფერს ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით“, - აღნიშნა გახარიამ.

ამასთან, შს მინისტრმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, პატივი სცენ პოლიციელებს და მათ საკუთარი ფუნქციის შესრულების შესაძლებლობა მისცენ.

 „მე მინდა თითოეულ საქართველოს მოქალაქეს ვთხოვო და მოვუწოდო, რომ პატივი ვცეთ პოლიციელს, რომელიც სამსახურის და გამო, მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს - ერთი მხარეც მოქალაქეა და მეორეც, ვალდებულია დაიცვას ორივეს უფლებები, მივცეთ პოლიციას საშუალება, რომ ღირსეულად შეასრულოს თავისი ფუნქცია. ამის შემდეგ ყველა ჩვენგანი შევძლებთ წყნარად, მშვიდად დავჯდეთ და ვისაუბროთ, გადავწყვიტოთ რა არის სწორი და რა არა“, - განაცხადა გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics