23:02 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-02 15:06:39, 695 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოსა და თურქმენეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისია შეიქმნა

საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტისა და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის მთავრობებს შორის რამდენიმე შეთანხმება გაფორმდა.

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავის კოლეგასთან, თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრთან, ბაირ აბაევთან ერთად, ხელი მოაწერა საქართველოსა და თურქმენეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის შესახებ შეთანხმებას.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო-თურქმენეთის  ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ და ჰუმანიტარულ სფეროში თანამშრომლობის განვითარებისა და განმტკიცების ხელშეწყობისთვის იმუშავებს.

„მათ შორის მნიშვნელოვანია უცხოური კაპიტალისა და ტექნოლოგიების მოზიდვის, პროგრამების შემუშავებისა და შეთანხმების ხელშეწყობის, სამეცნიერო-ტექნიკურ საკითხებში გამოცდილების გაცვლის, საინვესტიციო პროექტებში ორმხრივი მონაწილეობის, ფინანსური ჯგუფების შექმნის, ერთობლივი წარმოებისა და სამეწარმეო სფეროში თანამშრომლობის მიმართულებები“, - აცხადებენ სამინისტროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics