04:18 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-19 17:48:26, 1412 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე დღვანის ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო

შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ დღვანის ადმინისტრაციული ცენტრის კეთილმოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა.

 მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია შუახევის მერს მშენებელი კომპანიის წარმომადგენელმა მიაწოდა და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები დეტალურად გააცნო.

 პროექტი ითვალისწინებს:

✔ გარე კომუნიკაციების, სავალი ბილიკების,ბეტონის საფარისა და ფილების მოწყობას, არსებული ფანჩატურისა და მემორიალის რეაბილიტაციას, ცენტრში არსებული შენობების სამღებრო სამუშაოებს.

სამუშაოებს შპს ,, გორა+“ აწარმოებს. მშენებლობაზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა. პროექტის ღირებულება 44 883 ლარია.

 ინფრასრტუქტური პროექტის დათვალიერების შემდეგ ფრიდონ ფუტკარაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და გაესაუბრა. დაათვალიერა დღვანში მცხოვრები როლანდ ფუტკარაძის საცხოვრებელი სახლი, რომელიც სიძველით დაზიანებულია და დახმარებას ითხოვს. მერი მას ვითარებაში გარკვევას დაპირდა.

მერთან ერთად დღვანში მერის მოადგილე ომარ ტაკიძე და ინფრასტრუქტურული კომისიის წევრები იმყოფებოდნენ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics