00:26 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-19 10:40:51, 1756 ნახვა

ეკონომიკა
კენიჩი ოჰაში - ქართული ღვინის ხარისხი უფრო გაუმჯობესებულია

ქართული ღვინის ხარისხის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესებულია, - ამის შესახებ, იაპონიაში ერთადერთმა ღვინის მაგისტრმა კენიჩი ოჰაშიმ, თბილისში გამართული ქართული ღვინის დეგუსტაციის შემდეგ განაცხადა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი  მარკეტინგული კომპანია Red Bridge-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში საქართველოში იაპონელი ღვინის იმპორტიორებისა და სომელიეების ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა.

ტურის ფარგლებში სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს  კახეთსა და ქართლში ეწვივნენ, სადაც ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას ადგილზე გაეცნენ. თბილისში ასევე გაიმართა სხვადასხვა კომპანიის ღვინის დეგუსტაცია, სადაც ღვინის პროფესიონალებმა 27 ღვინის კომპანიის სხვადასხვა სახეობის 100-მდე ღვინო დააგემოვნეს.

„ქართული ღვინის ხარისხის მაჩვენებელი, წინა წლებთან შედარებით, კიდევ უფრო გაუმჯობესებულია. მეტად იგრძნობა სტილის მრავალფეროვნება, რაც ნიშნავს, რომ მწარმოებლები მიზნად ისახავენ მაღალი სტანდარტების დანერგვას როგორც ხარისხის, ისე გლობალური ბაზრისთვის საინტერესო და განსხვავებული პროდუქტის შექმნის კუთხით" - აღნიშნა კენიჩი ოჰაშიმ.

იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში გასულ კვირას, ღვინის მე-12 საერთაშორისო გამოფენის WinExpo Georgia 2019-ის ფარგლებში გამართული ღვინის მე-11 საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრი იყო.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics