03:23 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-08 16:59:12, 1626 ნახვა

სამართალი
სამტრედიის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში ქალის ცხედარი იპოვეს

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში ქალის ცხედარი იპოვეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შევიდა შეტყობინება, რომ ბინიდან უსიამოვნო სუნი იგრძნობოდა და კარს არავინ აღებდა.

უწყების ცნობით, ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ქალის ცხედარი იპოვეს. გარდა ამისა, ბინაში კიდევ 3 ქალი იმყოფებოდა. მათგან 2 კონტაქტური იყო, 1 კი, უგონო მდგომარეობაში. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics