10:31 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-01 13:47:53, 516 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს აკადემიაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხზე ტრენინგი ჩატარდა

შსს-ს აკადემიაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენელმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხზე ტრენინგი ჩაატარა. 

შსს-ს ინფორმაციით, ტრენინგზე განიხილეს მონაცემთა დამუშავების და სამართლებრივი საფუძვლების, მონაცემთა სუბიექტის უფლებების, მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის, საჯარო ინფორმაციის გაცემისას პერსონალური მონაცემების დაცვის, ფაილური სისტემების, მონაცემთა შენახვის ვადების და სხვა საკითხები. ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენლები დაესწრნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტრენინგების ციკლს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ახორციელებს. სწავლებები რამდენიმე ეტაპად ჩატარდება და გადამზადდება შსს-ს ყველა დანაყოფის შესაბამისი თანამშრომელი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილი შეიძლება იყოს მოწყვლადი და ვიღაცამ გააგოროს
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics