03:14 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-07 13:49:24, 813 ნახვა

პოლიტიკა
თურნავა: ინვესტორებისთვის შეთავაზებებს არა მხოლოდ დარგობრივ, არამედ რეგიონალურ ჭრილშიც მოვამზადებთ

„ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკა გახდება უფრო მეტად პროაქტიული, რაც  განპირობებულია ახალი ტენდენციებით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას.

 მინისტრის განცხადებით, „საქართველო თავისი საინვესტიციო გარემოთი იმდენად მიმზიდველია, რომ დღეს საინტერესოა არა მხოლოდ სტრატეგიული ინვესტორებისთვის, რომლებმაც ზუსტად იციან, რაში ჩადონ ფული, არამედ ფინანსური ინვესტორებისთვის, „ექვითი" ფონდებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ თანხის განთავსება, აინტერესებთ და მოსწონთ საქართველოს საინვესტიციო გარემო და ჩვენგან მოელიან კონკრეტულ პაკეტებს, კონკრეტულ შეთავაზებებს."

 ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ინვესტორებისთვის ასეთ შეთავაზებებს მოამზადებს არა მხოლოდ დარგობრივ, არამედ რეგიონალურ ჭრილშიც. „ეს არის სწორედ დარგობრივი აქცენტის რეგიონალურისკენ გადატანა. ჩვენ შევთავაზებთ ინვესტორებს, რომ თანხა ჩადონ არა უბრალოდ საქართველოს კონკრეტულ დარგში, რაც თავისთავად მიმზიდველია, არამედ  რეგიონებში, მაგალითად, ქუთაისში, რუსთავში, ამბროლაურში და სხვ. ჩვენ მათ დავუსაბუთებთ, რატომ უნდა ჰქონდეს რეგიონს თავისი კონკრეტული საინვესტიციო პორტფელი და საინვესტიციო პროექტების კონკრეტული პასპორტები. ამით გათვალისწინებული იქნება არა მხოლოდ რეგიონალური თავისებურებები, არამედ ჩვენი მთავრობის რეგიონალური პოლიტიკა. ამით ჩვენ ასევე წვლილს შევიტანთ სიღარიბის დაძლევაში," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics