21:39 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-02 17:14:10, 2796 ნახვა

მსოფლიო
ნეიმარი გაუპატიურებაში დაადანაშაულეს

„პარის სენ-ჟერმენისა“ და ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი ნეიმარი გაუპატიურებაში დაადანაშაულეს. BBC-ის ცნობით, შესაბამისი საჩივარი სან პაულოს პოლიციაში შევიდა. ქალი, რომლის ვინაობა არ სახელდება, ირწმუნება, რომ ნეიმარმა მასზე პარიზში იძალადა, სადაც ის PSG-ში თამაშობს.

პოლიციის დოკუმენტების მიხედვით, ფეხბურთელმა ქალი Instagram-ზე გაიცნო და პარიზში შეხვედრა შესთავაზა. მან ქალს ბრაზილიიდან საფრანგეთში გასამგზავრებელი ბილეთიც უყიდა და პარიზის ერთერთი სასტუმროს ნომერი დაჯავშნა.

ქალი ირწმუნება, რომ 15 მაისს სასტუმროში ფეხბურთელი ნასვამი მივიდა, საუბრის დროს აგრესიული გახდა და ძალის გამოყენებით, ქალის ნების საწინააღმდეგოდ, მასთან სექსუალური კავშირი დაამყარა. ქალი ბრაზილიაში ორი დღის შემდეგ დაბრუნდა ისე, რომ საფრანგეთის პოლიციისთვის არაფერი შეუტყობინებია, რადგან "ემოციურად შეძრული იყო და ეშინოდა სხვა ქვეყანაში ფაქტების გამჟღავნების".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics